მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესს საქმიანობის განვითარების ახალი შესაძლებლობები წარუდგინა (R)

6257cbb9d3eeb
BM.GE
14.04.22 11:36
682
ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა იმ ბიზნესკლიენტებთან გაიმართა, რომელთა საქმიანობებიც ძირითადად დედაქალაქშია თავმოყრილი. მონაწილეები სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებს, ახალ შესაძლებლობებსა და შეთავაზებებს გაეცნენ.

საინფორმაციო შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს წამოწყებებზე გაკეთდა. მათ შორის იყო გირაოს საგარანტიო პროგრამა, ბიზნეს უნივერსალი, შეღავათიანი აგროსესხი და რეგიონების განვითარების საპილოტე პროგრამა. ბიზნესკლიენტები დეტალურად გაეცნენ წამოწყებების ბენეფიტებსა და პირობებს, ასევე იმ პროდუქტებსა და მომსახურებებს, რომლებსაც ტერაბანკი მათ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამების ფარგლებში სთავაზობს.

„შეხვედრებმა, რომლებიც გასულ წელს წამოვიწყეთ, ჩვენი ბიზნესკლიენტების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. დეტალური ინფორმაციის მიწოდება, კითხვებზე პასუხების გაცემა და სასარგებლო გზების ჩვენება ის პირველი ნაბიჯებია, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს საქმიანობების განვითარებაში, ქვეყნის ეკონომიკას კი მდგრადობის მიღწევაში დაეხმარება“, - აცხადებს ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსი კონსტანტინე მაქაცარია.

მცირე და საშუალო ბიზნესი ტერაბანკის სტრატეგიული სეგმენტია, მათი საქმიანობების ხელშეწყობა და მხარდაჭერა კი — ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. საინფორმაციო შეხვედრები, რომლებიც 2021 წლის მეორე ნახევარში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ინიციატივა კვლავაც გაგრძელდება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები