მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თერაპია“ 42 ლარად - ერთი სტარტაპის ისტორია

6085764fbec0a
მარიამ იზორია
25.04.21 19:30
2071
"თერაპია“ ორი მეგობრის მიერ შექმნილი დღიურია, რომელიც ადამიანის მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლებისკენ არის მიმართული. დღიურის გვერდები სხვადასხვა შემეცნებით დავალებას აერთიანებს, როგორიც არის „30 კითხვა საკუთარ თავთან“, სამოტივაციო ფრაზები, პერსონალური განვითარების გვერდი და ა.შ.

როგორც „თერაპიის“ შემქმნელები მარი თევზაძე და ტეტე ბოლქვაძე bm.ge-სთან ყვებიან, დღიურის და შემდეგ უკვე სტარტაპის შექმნის იდეა პანდემიის პერიოდში დროის ნაყოფიერად გატარების მიზნით გაჩნდა.

სტარტაპის საწყისი ინვესტიცია 8 500 ლარი იყო.

„ვფიქრობდით, კარანტინში როგორ შეიძლებოდა ჩვენი დრო ნაყოფიერად გაგვეტარებინა - ასე შევქმენით დღიური, რომლის ფსიქოლოგიური თუ შემეცნებითი დავალებები ადამიანებს პიროვნულ განვითარებაში დაეხმარება. იდეის განსახორციელებლად საჭირო ინვესტიცია 8500 ლარი იყო; მომხმარებლის მხრიდან დაინტერესებას ველოდით და მოლოდინი გამართლდა - შეკვეთები არ წყდება. თავდაპირველად 500 ცალი დღიური დავამზადეთ, რომლის 70% უკვე წინასწარ იყო შეკვეთილი“, - ამბობენ სტარტაპის შემქმნელები.

„თერაპიის“ ღირებულება 42 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები