თურქეთის ავიახაზების Turkish Airlines აქციების ფასი ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ 2,5%-ით 5.81 თურქულ ლირამდე დაეცა. წინა სავაჭრო სესიის შედეგად კი თურქული ავიახაზების აქციების ფასი 5.97 თურქული ლირა იყო.
როგორც ცნობილია, 28 ივნისს სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 147 - დაშავდა.
ამ დრომდე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

























