მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტერეზა მეიმ საქართველოში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

59bfc107c3b6e
BM.GE
18.09.17 16:47
1287
12 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტის წევრი მარკ პრიტჩარდი საქართველოში და სომხეშში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, ვაჭრობის საკითხებში ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლები ინიშნებიან იმ ქვეყნებში, რომლებშიც ბრიტანეთის მთავრობა სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალს ხედავს. წარმომადგენლები ხელს უწყობენ უკვე არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს და მუშაობენ ორმხრივი სავაჭრო კავშირების გაუმჯობესებაზე.

დანიშვნაზე საუბრისას ბატონმა პრიტჩარდმა განაცხადა:

„ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ მინისტრის შეთავაზება გავხდე დიდი ბრიტანეთის პირველი სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში. ჩემი დანიშვნა ხაზს უსვამს ბრიტანეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას და ბრიტანეთის მთავრობის სურვილს ჩვენს ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალი საკმაოდ დიდია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები