მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თერგზე ხიდის მშენებლობაზე 2,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

5aa0e67f0701e
თამუნა დემეტრაშვილი
08.03.18 11:08
893
სტეფანწმინდის რაიონში, მდინარე თერგზე საავტომობილო ხიდის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. პროექტი მუნიციპალიტეტმა 2,7 მილიონ ლარად შეაფასა და მასზე ელექტრონული ტენდერი ჩატარდება. აღნიშნული სოფელ ყანობის მოსახლეობას მუნიციპალიტეტთან დააკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ სოფელი ყანობი ზღვის დონიდან 2040 მეტრზე მდებარეობს, მოსახლეობის რაოდენობა კი 200 კაცს შეადგენს. სოფელში, ხევში ერთადერთი ციხე-სახლი და მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის მე-18 საუკუნის ეკლესია მდებარეობს. ხიდის მშენებლობა კი მუნიციპალიტეტის აზრით სოფლის ტურისტული პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამჟამად ყანობი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული ამორტიზებული ხიდით უკავშირდება გარესამყაროს.

სატენდერო წინადადებების წარდგენა 23 მარტიდან დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები