მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თერჯოლაში გოჭების სასაკლაოს კრიტიკული დარღვევების გამო საქმიანობა შეუჩერეს

გოჭების სასაკლაო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში თერჯოლაში, სოფელ ახალ თერჯოლაში მდებარე ინდივიდუალური მეწარმის რ.ქ.-ის გოჭების სასაკლაო შეამოწმეს, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა.

სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორი საქმიანობას სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა. გამოვლენილი დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით განახორციელონ და ცხოველები თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოებზე არ დაკლან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები