მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Terminal-ი ქუთაისშიც გაიხსნება

649292493856c
თათია ჩაფიჩაძე
22.06.23 09:32
769
საერთო სამუშაო სივრცე „ტერმინალი“ სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ქუთაისშიც გაჩნდება. როგორც „ტერმინალის“ დირექტორმა ჯინო დოლინმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში" სტუმრობისას განაცხადა, კომპანია ფილიალის დამატებას გეგმავს თბილისის გარეუბანშიც. სამომავლო გეგმებშია გაფართოება ევროპის მიმართულებითაც.

„დინამიკა საკმაოდ მზარდია, პანდემიის შემდეგ ინტერესი ამ სექტორისადმი კვლავ იზრდება. ბევრმა კომპანიამ თანამშრომლები გადაიყვანა დისტანციურ მუშაობაზე, მოქნილობა და ხელმისაწვდომობა მცირე ბიზნესისთვის უფრო დიდია, ასევე სტანდარტულ ბიზნეს ცენტრებთან შედარებით უფრო კარგი პირობებია, ამიტომ მომდევნო რამდენიმე წელი კიდევ ველოდებით ზრდას.

ნელ-ნელა გავდივართ ცენტრალური უბნებიდანაც, ვფიქრობთ გარე უბნებშიც გახსნას რომ ადამიანებისთვის უფრო მოსახერხებელი იყოს. მომავალი წლისთვის ერთი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ, თუმცა დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ერთი ნამდვილად იქნება, თუმცა ასევე გვინდა ქუთაისშიც, ვიყავი 2 დღის წინ და ნამდვილად მზად არის ეს ქალაქი რომ რამდენიმე ასეთი სივრცე დაიტიოს.

ქვეყნიდან გასვლაზეც აქტიურად ვფიქრობთ. ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა, ევროპისკენ მიგვიწევს გულიც, ფიქრიც და პოტენციალიც“, - აღნიშნა ჯინო დოლინმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები