Terminal-ი - პირველი ქოვორქინგია, რომელმაც გადახდების მიღება კრიპტოშიც დაიწყო. კრიპტო გადახდით სარგებლობა მომხმარებლებს Terminal-ის საერთო სამუშაო სივრცეებში 29 მაისიდან შეუძლიათ. ამ სიახლის დანერგვა Terminal - მა ქართული ტექსტრატიპის CityPay.io-ს მეშვეობით შეძლო.
თანამშრომლობის შედეგად, მომხმარებელი გადახდას სტაბილური კრიპტოვალუტით Tether (USDt) და Bitcoin-ით შეძლებს.
"პროცესი მოქნილი და კომფორტულია ორივე მხარისთვის. გადახდის შემდეგ, POS ტერმინალზე ავტომატურად გენერირებული QR კოდის სკანირებით თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ბალანსზე, მომხმარებელი კი მიიღებს შეძენილ მომსახურებას. გაცვლითი კურსი 3 წუთის განმავლობაში ფიქსირდება, რაც უზრუნველყოფს მოცემულ მომენტში საუკეთესო კურსის დაფიქსირებას და ტრანზაქციის შეუფერხებლად განხორციელებას“, - აცხადებს CityPay.io-ს წარმომადგენელი.
თავდაპირველად, კრიპტო POS ტერმინალით სარგებლობა Terminal - ის ორ ფილიალში: ტერმინალ თაუერსში და აბაშიძეზე იქნება შესაძლებელი.
"ბოლო პერიოდში მომხმარებლისან კრიპტო გადახდაზე მოთხოვნა გაიზარდა, რის გამოც გადავწყვიტეთ ეს სეგმენტიც დაგვეკმაყოფილებინა. CityPay.io-ს დახმარებით ვიწყებთ გადახდების მიღებას კრიპტოში, რაც Terminal-თან ურთიერთობას კიდევ უფრო მოქნილს და მრავალფეროვანს გახდის“, - აცხადებენ Terminal-ში.
CityPay.io არის კრიპტოვალუტით გადახდების მიღების საშუალება ბიზნესებისთვის, რომელიც 2021 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უმარტივებს მათ საერთაშორისო და ადგილობრივი ტრანზაქციების მიღებას.
ბოლო პერიოდში კომპანიამ რეგიონალური პარტნიორობა გააფორმა წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა Tether, Binance, Gate.io, რაც გულისხმობს კრიპტო გადახდების ყოველდღიურობაში დამკვიდრების მეტ შესაძლებლობასა და არეალის გაზრდას.
(რ)