მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტერმინალი ტვირთით არის გადავსებული, მაგრამ ვაგონები არ არის" - თბილისის თავისუფალი ზონა

თიზი

„თბილისის თავისუფალი ზონა“ (თიზი) -ს მმართველი პარტნიორი, სოსო ნიბლაძე BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ აცხადებს, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პროექტი ქვეყანაში ახლა უფრო წარმატებული პოზიციაზე იმყოფება, ვიდრე მისი სტარტის დროს, 2007-2008 წლებში.

მისი თქმით, მათი მიზნობრივი ბაზარი უცხოეთია. მათი გარკვეული რაოდენობა ბაზარზე უკვე არის, თუმცა შედეგების ასახვას გარკვეული დრო სჭირდება.

„როდესაც საუბარია ბიზნესის გადატანაზე, მიუხედავად იმისა, რომელ რეგიონზე ვსაუბრობთ, ან რომელია ჩვენი მიზნობრივი ბაზარი, ძალიან რთულია ბიზნესმენმა რელოკაციაზე გადაწყვეტილება მიიღოს. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ სერიოზულ სამეწარმეო პროექტზე ვსაუბრობთ, თუ მომსახურების ცენტრის სხვა ლოკაციაზე შექმნაზე. საკითხი ეხება ბევრ იურიდიულ, საფინანსო და ბიუროკრატიულ საკითხს, მის შესწავლას. ასევე, მნიშვნელოვანი საპექტია ბაზარზე კონკურენცია. მსოფლიოში 7 000 თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა. აქედან, მოქმედი 4 000-ია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ინდუსტრიული ზონა იქ ჯერ კიდევ იმ კონდიციაში არ არის, რა ვითარებაც ჩვენს ინდუსტრიულ ზონაშია“, - ამბობს „თბილისის თავისუფალი ზონა“ (თიზი) -ს მმართველი პარტნიორი.

მისივე თქმით, ინვესტორი აფასებს სიტუაციას, კონკურენტულ გარემოს და გადაწყვეტილებას შემდეგ იღებს. ამასთან, ნიბლაძე დასძენს, რომ არსებული საინვესტიციო შესაძლებლობა არ აღიქმება ისე, როგორც საჭიროა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მდებარეობიდან გამომდინარე, შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული.

„დღევანდელი პერიოდი არის ხელსაყრელი, რომ მიდიოდეს აქტიური მუშაობა [ჰაბის] მიმართულებით. რა თქმა უნდა, თიზებიც ლოგისტიკასთან პირდაპირ ბმაში ვართ. მისია არის მიქს პაკეტის შექმნა და შეთავაზებები, მაკრო თუ მიკრო დონეზე, რომელიც ერთბაშად ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს შექმნის. რა თქმა უნდა, ლოგისტიკა ნომერი პირველია, მით უმეტეს, რომ თიზები ვპოზიციონირებთ როგორც რეგიონული ბაზრებისთვის და იქიდან ინვესტორების სხვადასხვა პროფილით მოზიდვით. იმ რეგიონებთან, ვისთანაც პირდაპირი ლოგისტიკური ბმა გვაქვს, მნიშვნელოვანია კავშირი, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ.

დღეს რეგიონში ვაგონი არის პრობლემა. ტერმინალი ტვირთით არის გადავსებული, ვაგონი არ არის. ამ მომენტში მხოლოდ თიზებმა კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ სახელმწიფოსთან ერთად უნდა გავაქტიურდეთ, რათა ერთობლივი პაკეტი შევქმნათ. რაც შექმნის იმ კლიმატს, რაც საჭიროა. არის კონკრეტული შემთხვევები, რომელიც ჩვენ ხელშია. ერთი არის ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დაბალანსებული ლიბერალური, სწორხაზოვანი შავ-თეთრზე გაწერილი ბაზა. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რაც უნდა გააკეთო, როგორც ადმინისტრატორმა - ეს არის ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, კომფორტი და სერვისები, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ პაკეტში გამოირჩეოდე“, - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.

მისივე ცნობით, მათი თიზი კონკურენტულ გარემოშია, რადგან დედაქალაქში იმყოფება, შესაბამისად ისინი აქტიურად მუშაობენ რომ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სერვისი და ინფრასტრუქტურა შესთავაზონ.

„ადრე თუ თიზებში არ კეთდებოდა აქცენტი ინფრასტრუქტურაზე, შენობა ნაგებობებზე, კომუნალური უზრუნველყოფების და ა.შ. დღეს, თბილისის თიზში გვაქვს პრაქტიკა, რომ ინვესტორი საწყის ეტაპზევე უკვე დარწმუნებული უნდა გახდეს, რომ არცერთ ეტაპზე არ ექნება პასუხგაუცემელი კითხვა და არ ექნება ისეთი პრობლემა, რომელსაც ჩვენი მანდატის ფარგლებში გადაწყვეტა არ ექნება. თიზი არ უნდა იყოს რეალტორი, თიზი უნდა იყოს პარტნიორი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა „თბილისის თავისუფალი ზონა“ (თიზი) -ს მმართველმა პარტნიორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები