მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თერმოინდუსტრია“ - ხარისხის 10-წლიანი ისტორია

62a310e55a41a
ვიქტორია მღებრიშვილი
13.06.22 09:10
776
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეში კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა სულ უფრო პრიორიტეტული ხდება. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში კი, იქნება ეს ზაფხულის პერიოდში გაგრილების, თუ ზამთარში თბოსისტემების მოწყობა, მოქალაქეების მოთხოვნები თანამედროვე ტენდენციების თანმდევია. მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე განთავსების ობიექტებში თუ საზოგადოებრივ დაწესებულებებში მომსახურების მიღებას შეეხება. გათბობა-გაგრილების სისტემების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირებაზე, სატუმბე სადგურებსა თუ აუზების მოწყობაზე ქვეყანაში არსებული მოთხოვნა ამ მიმართულებით ბიზნეს სექტორის განვითარებას განაპირობებს. ამ და სხვა მომსახურებას, დარგის ერთ-ერთი წარმომადგენელი კომპანია „თერმოინდუსტრია“ მომხმარებელს 2012 წლიდან სთავაზობს.

„თერმოინდუსტრიაში“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქმიანობის დაწყებისთანავე მიზანი ხარისხიანი პროდუქციისა და მომსახურების მომხმარებლამდე მიტანა იყო. 5-კაციანმა ჯგუფმა, რომელიც დღეს 85 დასაქმებულს შეადგენს, ამ მიზნის მიღწევა 10 წლის განმავლობაში მარტივად შეძლო და წარმატებულ ევროპულ ბრენდებთან პარტნიორობით ქართველ მომხმარებელს თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი მოწყობილობები, სისტემები და მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზა. „თერმოინდუსტრიის“ ხარისხის 10-წლიანი განვითარების ისტორია BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა ნათია ფაილოძემ ისაუბრა.



- „თერმოინდუსტრიას“ ქართულ ბაზარზე ოპერირების ათწლიანი ისტორია აქვს, რაც თავისთავად მომხმარებელთა ურთიერთობის გამოცდილებას და მათი სურვილების განვითარების კვალდაკვალ მაღალი ხარისხია პროდუქციის და მომსახურების მიწოდებას ნიშნავს. განვითარების რა ეტაპზეა კომპანია 10 წლის შემდეგ და ბაზრის რა წილს ფარავთ დღეს?

„თერმოინდუსტრია“ 2012 წელს დაარსდა და თავიდან მხოლოდ ერთი ფილიალით დაიწყო ოპერირება. დღეს კომპანია საქართველოში გათბობა-გაგრილების, წყალმომარაგება–კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. ერთი ფილიალით დაწყებული საქმიანობა, ეტაპობრივად ვითარდებოდა და ქვეყნის მასშტაბით ფართოვდებოდა. 10 წლის შემდეგ კი საქართველოს მასშტაბით 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, აქედან 2 ცენტრალური საწყობი თბილისსა და ბათუმში გვაქვს. ჩვენი ძირითადი კრედო ხარისხია.

- რამდენი უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობთ და რა შესაძლებლობებს აჩენს წამყვან ევროპულ კომპანიებთან პარტნიორობა ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირებისას?

ბიზნესსაქმიანობის დაწყებისას - 2012-2015 წლებში სულ 20-25 პარტნიორი გვყავდა, ეს იმ დროისთვის კარგი მაჩვენებელი იყო. დღეისთვის პარტნიორი ევროპული კომპანიების რიცხვი 46-მდე გაიზარდა. ყველა ჩვენს პროდუქტს ISO-სერტიფიკატი აქვს, რომელიც მაღალ ევროპულ სტანდარტებს პასუხობს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩვენ ისეთი იტალიური კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენლები ვართ, როგორიც „იტალთერმია“. ექსკლუზიურად ჩამოგვაქვს საქართველოში ამ ბრენდის გათბობის ქვაბები და საჭირო სისტემები.

ხარისხიანი ევროპული პროდუქტის მიწოდება გვაძლევს საშუალებას, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მომხმარებელს პრობლემები არ შეექმნება, ეს სერვისის მიწოდებიდან მომდევნო მხარდაჭერის აუცილებლობას ამცირებს. მომხმარებელს კი აძლევს გარანტირებული სისტემების მონტაჟისა და ხელოსნის ხშირი გამოძახებიდან თავის არიდების კომფორტს.

„თერმოინდუსტრიაში“ შეძენილი ISO და KIWA სერტიფიკატის მქონე ნებისმიერი პროდუქტი იმას გულისხმობს, რომ ის ენერგოდამზოგია, რაც ნაკლები ენერგიის მოხმარებას და ნაკლებ დანახარჯს გულისხმობს. ჩვენ ვუფრთხილდებით ბუნებას. მესამე პრიორიტეტი, რასაც ევროპელ კომპანიებთან თანამშრომლობა გვაძლევს ეს - უსაფრთხოებაა. ჩვენი ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბები აღჭურვილია ისეთი სისტემით, რომელიც უსაფრთხოებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს. ნებისმიერი ტექნიკურ შეფერხების შესაძლებლობაც მინიმუმამდეა დაყვანილი. თითოეული ქვაბი ლაბორატორიულ პირობებში მოწმდება და ისე იგზავნება საქართველოში. ყველა პროდუქტს აქვს საგარანტიო ვადა, რომლის დროსაც ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერა უსასყიდლოდ ხდება.

10 წლის მანძილზე ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ როგორც პროდუქციის, ასევე მომსახურების მაღალი ხარისხი შეგვენარჩუნებინა, რაც უპირველეს ყოვლისა მაღალკვალიფიციური პერსონალის პროფესიონალიზმით დასტურდება. სამუშაო ადგილების შექმნისას კომპანია მუდამ ზრუნავს თავისი კადრების პროფესიულ განვითარებაზე, რისთვისაც საზღვარგარეთ ან ადგილზე ჩვენი ევროპული პარტნიორი კომპანიების სპეციალისტების ტრენინგ-კურსებსა და მასტერკლასებს ვთავაზობთ. პერიოდულად ვატარებთ ტესტირებებს, რათა ისინი მომხმარებელს კვალიფიციურად მოემსახურონ. რიგ შემთხვევაში, დასაქმებულებს ახალი პროდუქტის წარმოების პროცესში საზღვარგარეთ პარტნიორი კომპანიების წარმოებებში ვუშვებთ, რათა ადგილზე ნახონ როგორ მუშაობს წარმოება, როგორ იწყობა გათბობის ქვაბი იქნება თუ სხვა სისტემები. ჩვენთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის მონტაჟთან ერთად, შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია.

- რა სახის პროექტებს ახორციელებს კომპანია და რა სეგმენტზეა ორიენტირებული?

ჩვენ ვემსახურებით როგორც კორპორატიულ სეგმენტს, ასევე ფიზიკურ პირებს. კორპორაციულ სეგმენტში თბილისსა და ბათუმში მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, სპა-ცენტრების, სტადიონების და სხვადასხვა სახის კომპლექსების წყალმომარაგების და გათბობის სისტემებით უზრუნველყოფა ხდება (რკინა-ბეტონის საწარმო „მიქსორი“, საცხოვრებელი სახლი „აბრისი“, სასტუმროები „ორბი პალასი“, „პრემიერ ბესტ ვესტერნი“, „ნეპტუნ პალასი“, „სნოუ რუმსი“ და სხვა);

გვაქვს ასევე საცალო განყოფილება, რომელიც კერძო ბინებსა და ინდივიდუალურ კლიენტებს ემსახურება.

- რამდენად კონკურენტულია ქართული ბაზარი თქვენ სეგმენტში და როგორ პოზიციონირებს კომპანია ამ პირობებში?

ქართულ ბაზარზე კონკურენცია დიდია, თუმცა ჩვენთვის კონკურენცია ხელისშემშლელი არ არის, პირიქით ეს სამოტივაციო ძალაა იმისთვის, რომ არ მოვდუნდეთ და მუდმივ განვითარებაზე ვიზრუნოთ. ჩვენ გვაქვს პროდუქტი, რომელსაც იცნობენ, ენდობიან და იციან, რომ ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ იმას, რაც მათ მოთხოვნებს ესაჭიროება. შესაბამისად კონკურენცია არ გვაშინებს. ხარისხი ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ პროდუქტი და მომსახურების ხარისხი იყოს მაღალი.

მაგალითისთვის, თუ მომხმარებელს ხარისხიანი და ამავე დროს განსხვავებული დიზაინის პროდუქტის შეძენა სურს, ჩვენ მათ დაფერილ, სხვადასხვა ფორმის რადიატორებს, სააბაზანო საშრობებსა და აქსესუარებს ვთავაზობთ.



- 10 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა მომხმარებლის დამოკიდებულება და მოთხოვნა?

იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ტექნოლოგიური პროგრესია, მომხარებელსაც ამ პროცესისთვის ფეხის ადგმა და მაქსიმალური კომფორტის შექმნა სურს. ვცდილობთ ტექნოლოგიური სიახლეები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებაში მაქსიმალურად მოკლე დროში ავსახოთ. ბოლო პერიოდში, ძალიან პოპულარული გახდა თბილი იატაკი, რომელიც ძალიან მოსახერხებელი, ეკონომიური, კომფორტული და მარტივად მართვადია. ნელ-ნელა აქტუალური ხდება ისიც, რომ ადამიანს მარტივად შეუძლია თავისი საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოში ტემპერატურის მართვა ისე, რომ აგრეგატთან უშუალო შეხება არ ჰქონდეს. მაგალითად, მართოს გათბობის ქვაბი ოთახიდან თერმოსტატის საშუალებით და ყველა ოთახში სხვადასხვა ტემპერატურა დაუკვეთოს. არსებობს მობილური აპლიკაციებიც, რომ გათბობის სისტემის მართვა დისტანციურად მოხდეს. ჩვენი კედლის ქვაბები სწორედ ამ მახასიათებლებით არის აღჭურვილი. ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს ქვაბის ჩართვა და დარეგულირება წინასწარ, სახლიდან შორ მანძილზე მყოფსაც შეუძლია. ეს ის ტენდენციებია, რომელიც ევროპაში რამდენიმე ათეული წლის წინ დაინერგა და ჩვენთანაც საკმაოდ მოთხოვნად პროდუქტად იქცა. ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ყველა სეგმენტზე გათვლილი პროდუქტი გვაქვს და ნებისმიერი მოთხოვნის მქონე მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილება შეგვიძლია. ჩვენს შეთავაზებაში სხვადასხვა ტიპის სისტემები შედის, რომელიც მათ მოთხოვნასა და ბიუჯეტზეა გათვლილი.

ამასთან, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში მოსახლების მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ამაზე ყურადღების გამახვილება უფრო გააქტიურდა. სახელმწიფომაც, ამ მხრივ, კანონმდებლობა დახვეწა და თუ ადრე გამათბობლების მონტაჟისას ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, დღეს სახელმწიფოს მხრიდან გამათბობლებისადმი არსებული სტანდარტული მოთხოვნის გამო, მომხმარებელთა ქცევა შეიცვალა და ისინი უსაფრთხო გამათბობლებს ანიჭებენ ყურადღებას. მეორე ფაქტორი, რომელსაც ისინი ყურადღებას აქცევენ ეს დახარჯული ენერგიის ხარჯია. ჩვენი პროდუქტი ევროპული სტანდარტების არის და თითოეული მოწყობილობა ენერგოეფექტურია.

- ბიზნესის განვითარების განუყოფელი ნაწილი გამოწვევები და კრიზისებია. ბოლო წლებში კი პანდემიის გავლენით კრიზისულ მდგომარეობაში არაერთი ბიზნესი აღმოჩნდა. პანდემიამ სრულიად მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. რა მოხდა თქვენს შემთხვევაში, როგორი იყო კრიზისულ პერიოდში მართვის სტანდარტები და რა გავლენა იქონია პანდემიამ კომპანიაზე?

თითოეული ჩვენგანისთვის პანდემიის პერიოდი ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ჩვენი გუნდი ამ პერიოდში ისე შეიკრა, როგორც არასდროს. ფაქტობრივად 24-საათიან ონლაინ რეჟიმში ვცდილობდით კომპანიისთვის დახმარება აღმოგვეჩინა. სწრაფი გადაწყვეტილებების და მობილიზაციის შედეგად ჩვენმა გუნდმა მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ კომპანიას ოპერირება არ შეეჩერებინა. პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდშიც „თერმოინდუსტრია“ პროდუქტის და მომსახურების მიწოდებას ყველა რეგულაციის დაცვით ახერხებდა. ამ პერიოდში ძალიან გააქტიურდა ონლაინმომსახურება და სწრაფად ჩაეშვა ონლაინ მაღაზია. შედეგად პანდემიის პირველი წელი „თერმოინდუსტრიისთვის“ წარმატებით დასრულდა. კრიზისი ისე დავძლიეთ, რომ გამარჯვებულები გამოვედით, რაც წლიური გეგმის შესრულებითაც გამოიხატა.

- როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

წლიდან წლამდე კომპანიის დატვირთვა და ბრუნვა იზრდება. გაზრდილი მოთხოვნა კი კომპანიის ზრდას და განვითარებას ნიშნავს. „თერმოინდუსტრიაც“ განაგრძობს განვითარებას და თბილისის მასშტაბით გაფართოების გეგმა გვაქვს. შესაბამისად, ჩვენს დიღომში ბელიაშვილის ქუჩაზე არსებულ შოურუმს კიდევ ერთი ფილიალი შეემატება. გარდა ამისა, აუცილებლად გაიზრდება ჩვენი პროდუქციის არჩევანი. ჩვენ ბრენდების დამატების გეგმაც გვაქვს არამხოლოდ გათბობის კუთხით, არამედ სხვა მიმართულებებითაც. რა თქმა უნდა, ეს გეგმები მსოფლიოსა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ზოგადად კი, ჩვენი გუნდისთვის გამოწვევები ზრდას და განვითარებას ნიშნავს.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები