მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტერორისტული აქტების მიუხედავად პარიზში ტურისტული ბუმია

59a15aec77142
BM.GE
26.08.17 16:14
1485

საფრანგეთში ბოლო 2 წლის განმავლობაში ათობით თავდასხმა და თავდასხმის მცდელობა დაფიქსირდა. მათ შორის, ყველაზე რეზონანსული "შარლი ებდოზე" განხორციელებული ტერაქტი იყო.

2015-2017 წლებში სამი დიდი ტერორისტული აქტი მოხდა, რომელმაც 233 ადამიანი იმსხვერპლა. თავდასხმები პარიზისა და ნიცის ტურისტულ ზონებში განხორციელდა. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიმდინარე წელს საფრანგეთის დედაქალაქს ბოლო 10 წლის განმავლობაში ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია.

2017 წლის პირველ ნახევარში ტურისტების რაოდენობამ ქვეყანაში 16.4 მილიონს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით მეტია.

არსებული ინფორმაციით, პარიზი ყველაზე დიდი პოპულარობით ამერიკელებში სარგებლობს, მეორე და მესამე პოზიციებს კი ამ კუთხით ბრიტანელები და ჩინელები იყოფენ.

ქვეყნის ტურიზმის კომიტეტის ინფორმაციით, პარიზის ეკონომ კლასის სასტუმროში ერთი ღამის გათენების ფასი დაახლოებით - 87 ევროა, პრემიუმ სეგმენტში კი 228 ევრომდე ადის. პარიზის ყველაზე ნახვად ადგილად უცვლელად ვერსალის სასახლე ითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები