მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tesla ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელი გახდა

58e8c613c69b0
BM.GE
08.04.17 15:11
1908
გასული აუქციონზე ვაჭრობისას კომპანია Tesla-ს ფასიანი ქაღალდების ფასმა 300 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა. სესიის მსვლელობისას, ის 304 აშშ დოლარამდე გაიზარდა და 303.7 აშშ დოლარის ნიშნულამდე დაასრულა ვაჭრობა.

ამგვარად, მასკის კომპანიამ General Motors-ს გადაუსწრო და ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ძვირადღირებული ავტოკონცერნი გახდა. კომპანიის კაპიტალიზაციამ 53.07 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო General Motors-ის კაპიტალიზაცია კი 49.61 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Tesla-ს წინსვლა მიზანდასახული და სწრაფი იყო. მან საბაზრო კაპიტალიზაციით Ford Motor-ს გადაუსწრო. აღნიშნული ნახტომი კომპანიის ოფიციალური ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის I კვარტალში Tesla-ს ავტომობილების გაყიდვა 69%-ით გაიზარდა.

2017 წლიდან მასკის კომპანიის კაპიტალიზაცია 42.1%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები