მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA CYBERTRUCK-ის ფასი დაპირებულზე 50%-ით ძვირი იქნება

cybertruck

ელექტრომობილების მწარმოებელმა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ, Tesla-მ საზოგადოებას თავისი პირველი პიკაპის, Cybertruck-ის საბოლოო ვერსია წარუდგინა, რომელიც წარმოებაში რამდენიმე კვირაში ჩაეშვება.

უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული, ტყვიაგაუმტარი ელექტრომობილის საწყისი ფასი 61,000 დოლარი იქნება, პრემიუმ ვერსიის ღირებულება კი 100,000 დოლარიდან დაიწყება, რაც ზუსტად 50%-ით მეტია, ვიდრე ოთხი წლის წინ ილონ მასკის მიერ დაპირებული მაჩვენებელი.

ჯერ არგამოსული Cybertruck-ის ასეთი მკვეთრი გაძვირება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ უჟანგავი ფოლადის დამუშავება იმაზე გაცილებით რთული და ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე ამას Tesla-ს ინჟინრები თავდაპირველად მოელოდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ Cybertruck-ის გამოშვება თითქმის 5 წლით დაგვიანდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი ბაზარზე არსებული ვითარება არსებითად შეიცვალა. იმ დროს Tesla ერთადერთი სერიოზული მოთამაშე იყო, დღეს კი ელექტრომობილებს თითქმის ყველა ავტომწარმოებელი კომპანია უშვებს, ამიტომ Cybertruck-ს გაცილებით რთულ ვითარებაში მოუწევს ოპერირება.

რამდენად წარმატებული იქნება Tesla-ს ეს ელექტრომობილი, უცნობია, თუმცა ერთი რამ ფაქტია, Ford-ის, Chevrolet-ის და RAM-ის მომხმარებლები უახლოეს მომავალში ნამდვილად არ აპირებენ თავიანთი საყვარელი პიკაპების მიტოვებას და ილონ მასკის ფუტურისტული ავტომობილის ყიდვას.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები