მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-მ ბავშვებისთვის ველოსიპედი შექმნა - რა ღირს და რა გამოარჩევს მას?

Tesla Bicycle

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია Tesla-მ მცირეწლოვანთათვის განკუთვნილი ახალი პროდუქტი წარადგინა. საუბარია $225-ად შეფასებულ ველოსიპედზე, რომელსაც პედლები არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ის გამოსვლისთანავე სრულად გაიყიდა.

Tesla-ს საბავშვო ველოსიპედს მუხრუჭები არ აქვს და მისი როგორც დაძვრა, ისე გაჩერება არასრულწლოვანს მხოლოდ საკუთარი ფეხით შეუძლია. ახალი სატრანსპორტო საშუალება ორიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეიქმნა. ბავშვის წონა კი 35 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს.

აღსანიშნავია, რომ ველოსიპედის გამოშვების ფონზე კომპანიის ვებგვერდზე ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სექციაც ამოქმედდა. ამ სივრცეში მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის სათამაშო სატრანსპორტო საშუალების შეძენა შეუძლიათ. სათამაშო მოდელებს შორის ელექტრომობილ Cybertruck-ის $1,500-იანი მინი მოდელი და $1,650-იანი კვადროციკლი Cyberquad-ი შედის. ამასთანავე, ვებგვერდზე მცირე ზომის მექანიკური სათამაშო Cybercab-იც იყიდება.

ცნობისთვის, კომპანიამ საკუთარი ავტომობილების საბავშვო ვერსია პირველად Flyer-თან ერთად, რამდენიმე წლის წინ შექმნა, როცა Model S-ის მინი მოდელი გამოუშვა, თუმცა მოგვიანებით მისი წარმოება სრულად შეწყდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები