მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tesla-მ Model 3 წარადგინა

597efe8e155ff
BM.GE
31.07.17 13:54
1344
კომპანია Tesla-მ კალიფორნიაში ელექტროავტომობილი Model 3 წარადგინა.  კომპანიის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა პრეზენტაციისას განაცხადა, რომ მას უკვე 500 000 შეკვეთა აქვს მიღებული. ავტომობილის ღირებულება ელემენტთან ერთად, რომელიც 350 კმ-ზეა გთვლილი 35 000 დოლარია. ავტომობილი უფრო დიდი სიმძლავრის ელემენტით, რომელიც ერთი დამუხტვით 500 კილომეტრს დაფარავს 44 000 დოლარი ღირს.

2017 წლის აპრილში კომპანიამ განაცხადა, რომ 373 000 წინასწარი შეკვეთა უკვე ჰქონდა.

მასკის ინფორმაციით, მყიდველები საკუთარ ავტომობილებს 2018 წლის ბოლომდე ვერ მიიღებენ. პირველი 30 ავტომობილი ტესტირებისთვის კომპანიის თანამშრომლებზე გაიყიდა.

კომპანია 2018 წლისთვის 500 00 ათასი ცალი ავტომობილის წარმოებას გეგმავს, ეს კი 6-ჯერ მეტია ვიდრე 2016 წელს წარმოებული მანქანების რაოდენობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები