მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-მ მომხმარებელს ფლობის პირველ წელს ელექტროპიკაპ Cybertruck-ის გაყიდვა აუკრძალა

Cybertruck

მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანია, ამერიკული Tesla ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დაანონსებული ელექტრომობილის, Cybertruck-ის გამოსაშვებად ემზადება. როგორც ირკვევა, მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემა ილონ მასკის კომპანიაში ჯერ სრულად მოგვარებული არ არის, რის გამოც, ელექტროპიკაპი, პირველ ეტაპზე, ლიმიტირებული რაოდენობით გამოჩნდება. ამასთან, Tesla-მ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და იმ ადამიანებს, რომლებმაც Cybertruck-ი შეიძინეს, ჩაბარებიდან მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მისი გაყიდვა აუკრძალეს.

შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე აისახა კომპანიასა და მომხმარებელს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში და, როგორც ჩანს, ამ წესის დარღვევისთვის მომხმარებლებს გარკვეული სანქციები დაუწესდებათ. ახალი კონტრაქტით, Tesla იტოვებს უფლებას საკუთრების უფლების გადაცემის გადაწყვეტილება სამართლებრივი გზით დაბლოკოს და თან, მომხმარებლისგან, რომელიც ამ ტიპის ტრანზაქციას განახორციელებს, სუმ მცირე 50 ათასი დოლარის გადახდა დააკისროს ჯარიმის სახით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან ილონ მასკის კომპანია იმის უფლებასაც იტოვებს, რომ ადამიანს, რომელიც Cybertruck-ს ფლობის პირველ წელიწადს გაყიდის, Tesla-ს ავტომობილების ყიდვა სამუდამოდ აუკრძალოს.

ამერიკული ავტომწარმოებელი, ცხადია, მომხმარებლების მიმართ გარკვეული დოზით ლოიალობას ინარჩუნებს და აცხადებს, რომ მომხმარებლებს ავტომობილის გაყიდვის უფლება იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ამისკენ მათ მოულოდნელი გარემოება, ანუ ე.წ. “ფორს-მაჟორი” უბიძგებთ. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას შეატყობინოს, რის შემდეგაც ავტომობილისთვის პირველი შეთავაზების გაკეთების უფლება სწორედ Tesla-ს ექნება. თუ ილონ მასკის კომპანიის მესვეურები გადაწყვეტენ, რომ Cybertruck-ის გაყიდვის მიზეზი დამაკმაყოფილებელია, მომხმარებელს ფიქსირებულ ფასს შესთავაზებენ, რომელსაც დაზიანებების ღირებულების გარდა, გარბენის თითოეულ მილზე 25 ცენტი გამოაკლდება. თუ მომხმარებელი Tesla-ს მიერ შემოთავაზებულ ფასს არ დათანხმდება, მას საშუალება ექნება ავტომობილი მეორეულ ბაზარზე გაყიდოს, მაგრამ ამისთვის, პირველ რიგში, Tesla-ს წერილობითი ნებართვა უნდა მოიპოვოს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები