მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tesla Model Y ქარხნიდან მომხმარებლამდე თავისით მივიდა

Tesla Model Y

ივნისის ბოლოს გლობალური საავტომობილო ინდუსტრია უპრეცედენტო მოვლენას შეესწრო — ამერიკულმა კომპანიამ Tesla ავტონომიური მართვის სფეროში კიდევ ერთი ამბიციური ნაბიჯი გადადგა. კომპანიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, Tesla Model Y დაახლოებით 30-წუთიანი მარშრუტ სრულად ავტონომიური რეჟიმით, დისტანციური ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად გაიარა და საბოლოოდ მფლობელის საცხოვრებელ მისამართთან გაჩერდა.ავტომობილმა გაიარა, როგორც ავტობანი, ასევე შიდა გზები და საცხოვრებელი უბნები.

რამდენიმე დღით ადრე, Tesla-მ ოსტინში რობოტაქსები გამოცადა, სადაც დამატებითი უსაფრთხოებისთვის დისტანციური ოპერატორები იყვნენ ჩართულები, მაგრამ ამ შემთხვევაში ავტომობილი 100%-ით ავტონომიურად გადაადგილდებოდა.

აღნიშნულ სიახლეს კომპანიის გენერალური დირექტორი, ილონ მასკი X-ზე გამოეხმაურა, სადაც დაწერა, რომ ეს თვითმართვადი ავტომობილის მიერ საჯარო ავტობანზე გადაადგილების პირველი შემთხვევა იყო. Tesla-ს მიღწევა ნამდვილად შთამბეჭდავია, მაგრამ თავად ეს ფაქტი არასწორია, რადგან Google-ის შვილობილმა Waymo-მ ამ ტექნოლოგიის საჯარო გამოცდა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო. Waymo-ები ფინიქსის, სან-ფრანცისკოს და ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაადგილდება.

ისე კი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის პირველი, Tesla Model Y-ის ეს შემთხვევა მაინც საოცარია, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ რობოტაქსის სერვისის გაშვებას, რომელსაც იმდენად ბევრი თავდაცვითი ფუნქციონალი ჰქონდა გააქტიურებული, რომ ტესტერების დიდმა ნაწილმა ის ჯერ კიდევ განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიად შეაფასა. ახლა კი, ილონ მასკმა კრიტიკოსები დაადუმა და დაგვაფიქრა, რომ სრულად თვითმართვადი ავტომობილების ეპოქა, შესაძლოა, ახლოს იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები