მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tesla მზის პანელების გაყიდვას ჰიპერმარკეტებში იწყებს

5a79654e178c0
BM.GE
06.02.18 12:19
1398
ილონ მასკის კომპანია ერთ-ერთ უმსხვილეს ჰიპერმარკეტის ქსელთან Home Depot ითანამშრომლებს. აღნიშნული სუპერმარკეტის 2200 მაღაზიიდან 800-ში Tesla-ს პროდუქცია, კერძოდ მზის პანელები სახლის სახურავებისთვის და ელემენტები გაიყიდება, - წერს Clean Technica.

მიმდინარე წლის ივლისიდან თითოეულ მაღაზიასთან ჯიხური გამოჩნდება, სადაც მასკის კომპანიის ყველა ენერგეტიკული პროდუქტი იქნება წარმოდგენილი. სავაჭრო წერტილების ნაწილში სპეციალური სტენდებიც გაჩნდება.

Tesla-ს მზის პანელები სახურავისთვის ამერიკელი ილონ მასკის გამოგონებაა. როგორც მასკი აცხადებს, მომხმარებელს საკუთარი სახლის გადახურვა ისეთი სახურავით შეუძლია, რომელიც მას მზის ენერგიის მეშვეობით, ელექტროენერგიით მოამარაგებს. მასკმა წარმატებას სხვადასხვა ქვეყნების ბაზარზე უკვე მიაღწია. მიზეზი, სახურავების ხელმისაწვდომი ფასია.

ჰიპერმარკეტების ამერიკულ ქსელს The Home Depot თითქმის 50-წლიანი ისტორია აქვს და იგი თავისი მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარულია აშშ-ში.
როგორც მასკის კომპანიაში აცხადებენ, ამჟამად Tesla საკუთარ ’’მზის პანელებს“ მხოლოდ ავტოსალონებში ყიდის და შედარებით მცირე აუდიტორიას მოიცავს. ახალი ხელშეკრულებით კი Tesla-ს პროდუქტების გაყიდვები გაიზრდება, რაც თავისთავად წარმოების გაზრდას გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები