მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

5be56b4d47f5a
ლევან თაღიაშვილი
09.11.18 19:00
993
კომპანია Tesla-მ მარეგულირებლის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ახალი აღმასრულებელი დირექტორი შეარჩია. დღეიდან ავტომწარმოებელს ელონ მასკის ნაცვლად რობინ დენჰოლმი უხელმძღვანელებს. ის Tesla-ს ბორდის წევრებს შორის 2014 წლიდან ირიცხება. ის 1962 წელსაა დაბადებული და რამდენიმე მნიშვნელოვან პოზიციაზე მუშაობდა. Juniper Network-ში იკავებდა CFO-ს პოზიციას, ასევე მუშაობდა Toyota-ში 7 წლის განმავლობაში, შემდეგ კი Tesla-ს შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ კომპანიას და ელონ მასკს 40 მილიონი დოლარის გადახდა მოუწიათ და სანქციების მიხედვით, ანტრეპრენიორი გარკვეული პერიოდით აღმასრულებლის პოსტს ჩამოშორდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები