მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA-ს ელექტრომობილების შეძენით HERTZ-მა $440 მილიონის ზარალი მიიღო

hertz

გასაქირავებელი ავტომობილების ოპერატორმა კომპანია Hertz-მა Tesla-ს ელექტრომობილების შეძენით 440 მილიონი დოლარის პირდაპირი ფინანსური ზარალი მიიღო.

საქმე ისაა, რომ 2021 წელს Hertz-მა 4 მილიარდ 200 მილიონ დოლარად 100,000 ერთეული Tesla-ს ელექტრომობილის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. შეკვეთის ჩაბარების შემდეგ კი, Tesla-მ ელექტრომობილების ფასები საშუალოდ 12,000 დოლარით შეამცირა, რის გამოც Hertz-ს აქტივების გაუფასურებით კოლოსალური ზიანი მიადგა.

გარდა პირდაპირი გაუფასურებისა, მოსალოდნელზე გაცილებით უარესი იყო მეორადი ელექტრომობილების გადაყიდვის მაჩვენებელი. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, კომპანიას ჩამოწერილი ელექტრომობილების გაყიდვა საწყის ფასთან შედარებით თითქმის სამჯერ ნაკლებად უწევდა, რაც გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია.

გასაქირავებელი ავტომობილების ფლოტის Tesla-თი დაკომპლექტებას კიდევ ერთი უსიამოვნება ახლდა თან, ეს იყო ელექტრომობილების მალფუჭებადობა და შეკეთების მაღალი ხარჯები. როგორც კომპანიაში ამბობენ, Tesla-ს მომსახურება იმაზე ძვირი ჯდებოდა, ვიდრე Mercedes-ის და BMW-ს სერვისი, რაც Hertz-ის საოპერაციო მოდელისთვის დამღუპველია.

Tesla-სთან გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, Hertz-ის კაპიტალიზაცია 80%-ით შემცირდა და კომპანია ამჟამად გაკოტრების პირასაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები