მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TESLA-ს გაყიდვები მკვეთრად დაეცა - რა სჭირს ილონ მასკის კომპანიას?

მასკი tesla

ილონ მასკის პოლიტიკური აქტიურობის ფონზე, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მსოფლიოს მასშტაბით Tesla-ს გაყიდვები 13%-ით შემცირდა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.

საერთო ჯამში, 2025 წლის პირველ კვარტალში Tesla-მ 337,000 ელექტრომობილი გაყიდა, რაც მკვეთრად ჩამორჩება 2024 წლის მაჩვენებელს და მისი მთავარი კონკურენტის, ჩინური BYD-ის შედეგს, რომელმაც 416,388 ელექტრომობილის გაყიდვა შეძლო.

ამერიკულ ელექტრომობილებზე მოთხოვნის უეცარი შემცირება პირდაპირ კავშირშია Tesla-ს გენერალური დირექტორის, ილონ მასკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკურ ფიგურად და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელად ჩამოყალიბდა.

Tesla-ს მომხმარებლებს განსაკუთრებით ის ფაქტი არ მოსწონთ, რომ ილონ მასკი ამერიკაში, გერმანიაში, ბრიტანეთსა თუ საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ აქტივისტებსა და პარტიებს უცხადებს მხარდაჭერას და სოციალურ ქსელ X-ში ისეთი შინაარსის პოსტებს ავრცელებს, რომელთაც რთულია პოლიტკორექტული ვუწოდოთ.

ამასთან, მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ იმ ამერიკელ ფედერალურ მუშაკებს, რომლებმაც სამსახური ილონ მასკის დეპარტამენტის (DOGE) გადაწყვეტილებით დაკარგეს და ამიტომ Tesla-ს ელექტრომობილებს აღარ ყიდულობენ.

გაყიდვების და ფინანსური შედეგების გაუარესების ფონზე, Tesla-ს აქციების შეფასება პიკურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 50%-ით არის შემცირებული, რაც უკიდურესად მკვეთრი ვარდნის მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები