მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TESLA-ს ღირებულებამ $1 ტრილიონს მიაღწია, საფონდო ბირჟაზე მისი აქციები მკვეთრად იზრდება

623dbaa30b025
გიორგი თოლორდავა
26.03.22 00:00
3615
მიმდინარე კვირა კომპანია Tesla-სთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ამერიკულ საფონდო ბირჟაზე მისი აქციების ფასი გასულ ხუთ დღეში თითქმის 16%-ით გაიზარდა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $1 ტრილიონს გადააჭარბა. ამჟამად Tesla მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს.

საფონდო ბირჟაზე აქციების ზრდა პირდაპირ კავშირშია გერმანიაში Tesla-ს ახალი ქარხნის (Gigafactory) ოფიციალურად გახსნასთან, რომლის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალს თავად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ესწრებოდნენ.

Tesla-ს ახალ $5.5-მილიარდიან ქარხანაში ყოველწლიურად დაახლოებით 500 000 ელექტრომობილის წარმოება იქნება შესაძლებელი და ის 12 000-მდე თანამშრომელს დაასაქმებს.

Gigafactory-ს გახსნის ამბავი ინვესტორებმა და ტრეიდერებმა დადებითად მიიღეს, რადგან მათ უჩნდებათ მოლოდინი, რომ Tesla-ს საწარმოო შესაძლებლობების გაზრდა პოზიტიურად აისახება კომპანიის შემოსავლიანობაზე.

რაც შეეხება ძირითად ინდექსებს 5-დღიან ჭრილში, ასე გამოიყურება:

Nasdaq +4.6%
S&P 500 +2.6%
Dow Jones +0.7%

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში მოექცნენ ნახევარგამტარების, კომპიუტერული ჩიპებისა და ვიდეობარათების მწარმოებელი კომპანიებიც. Nvidia-სა და Intel-ის პოტენციური თანამშრომლობის შესაძლებლობის ფონზე, თითქმის 14%-ით გაიზარდა Nvidia-ს აქციების ფასი, Intel-ის ღირებულებამ 10%-ით მოიმატა, AMD-ის აქციები 8%-ითაა გაზრდილი, MCHP-ს ღირებულება კი თითქმის 4%-ით გაიზარდა.

საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით ინვესტირების სპეციალური პლატფორმა შექმნა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის, მათ შორის, Tesla-ს, Nvidia-სა და Intel-ის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები