მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TESLA-ს მოგება და შემოსავლები მკვეთრად შემცირდა - რა სჭირს ილონ მასკის კომპანიას?

მასკი

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ფინანსურ შედეგებს ასაჯაროებს. როგორც ირკვევა, Tesla-ს შემოსავალმა ამ პერიოდში $19.3 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურად 9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

კომპანიას არასახარბიელო შედეგები აქვს მოგების მიმართულებითაც, რადგან პირველ კვარტალში ამ პარამეტრმა $3.15 მილიარდი შეადგინა, რაც 15%-იან კლებას წარმოადენს.

თითოეულ აქციაზე განაწილებით მოგების მაჩვენებელი (GAAP) ამჟამად 41 ცენტს შეადგენს, რაც 71%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

საერთო ჯამში, პირველ კვარტალში Tesla-მ მსოფლიოს მასშტაბით 336,681 ელექტრომობილის გაყიდვა შეძლო, რაც რაოდენობრივად 13%-იან კლებას წარმოადგენს.

ამერიკულ ელექტრომობილებზე მოთხოვნის უეცარი შემცირება პირდაპირ კავშირშია Tesla-ს გენერალური დირექტორის, ილონ მასკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკურ ფიგურად და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელად ჩამოყალიბდა.

ამასთან, მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ იმ ამერიკელ ფედერალურ მუშაკებს, რომლებმაც სამსახური ილონ მასკის დეპარტამენტის (DOGE) გადაწყვეტილებით დაკარგეს და ამიტომ Tesla-ს ელექტრომობილებს აღარ ყიდულობენ.

როგორც ჩანს, ამ რთულ ვითარებას უკვე თავად ილონ მასკიც აცნობიერებს, რომელიც აცხადებს, რომ ის ეტაპობრივად DOGE-ის მართვის პროცესს ჩამოშორდება და ისევ Tesla-ს მენეჯმენტს დაუბრუნდება, რაც კომპანიის ინვესტორთათვის სასიხარულო სიახლეს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები