მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tesla-ს მზის პანელებინი სახურავის ფასი სტანდარტულ პანელებზე ნაკლები იქნება

5981a61c6fbfc
BM.GE
02.08.17 14:12
4099
Tesla -ს მზის პანელებიანი სახურავები ფასი სტანდარტული პანელების ფასზე 20%-ით ნაკლებია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

Inhabitat-ის ცნობით, Tesla-ს მზის პანელებინი სახურავის ერთი კვადრატული მეტრი $ 235 ეღირება.

Tesla-სა და SolarCity-ის მიერ წარმოდგენილი ერთობლივი კონცეპტი მომხმარებელს მზის სახურავების ოთხ ვარიანტს სთავაზობს: მინის, ტექსტურულს, ტოსკანურსა და თუნუქის მსგავსს.

პრეზენტაციის დროს ილონ მასკმა განაცხადა, რომ ეს სახურავი სტანდარტულზე უფრო გამძლე და იაფი იქნებოდა და თან, ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა.

მისივე განმარტებით, რადგან ეს სისტემა ელექტროენერგიის ხარჯებზე ბევრად მცირეა, მოთხოვნა და ინტერესი საკმაოდ მაღალია. როგორც მასკი ამბობს, მზის ელემენტებიანი სახურავი შესაძლებლობას იძლევა სახლი აბსოლუტურად ენერგო დამოუკიდებელი იყოს.

ილონ მასკი ხაზს უსვამს, რომ მათი მზის პანელებიანი სახურავი ნებისმიერი ოჯახისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ფასის გამოცხადების შემდეგ, Tesla-მ მომხმარებელს საშუალება მისცა ახალ სახურავებზე წინასწარი შეკვეთები განეხორციელებინა. წინასწარი შეკვეთის ფასმა $1,000 შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტანდარტული სახურავები Tesla’s new Solar Roof-ზე 80%-ით მეტს იწონის. ილონ მასკის განცხადებით, Tesla მსოფლიოში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც თავიდან ბოლომდე სუფთა ენერგიას აწარმოებს - დაწყებული სახლის ელემენტებიდან და დამთავრებული ელექტრო ავტომობილებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები