Tesla-ს, Pepsico-ს და Uber-ის ხელმძღვანელები დონალდ ტრამპის მრჩეველთა საბჭოს შეუერთდებიან. ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებს ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დღეს შეხვდა. ელონ მასკი, ტრევის კალანიკი და ინდრა ნოოი ტრამპის მრჩევლები სავარაუდოდ 20 იანვრის შემდეგ გახდებიან, როდესაც მისი ოფიციალური ინაუგურაცია მოხდება. ელონ მასკი ტრამპს წინასაარჩევნო პერიოდში მკვეთრად აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ის "აღნიშნული პოზიციისთვის შესაფერისი არ იყო".
დონალდ ტრამპი დღესვე შეხვედრას მართავს ტიმ კუკთან და Facebook-ის მთავარ ოპერაციულ ოფიცერ შერლი სენდრბეგთან.

























