კომპანია Tesla Motors Inc-ის მიერ კორპორაცია SolarCity-ის შეძენით კომპანიის შემოსავლები 1 მილიარდი აშშ დილარით გაიზრდება და მომდევნო 3 წლის განმავლობაში 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტს დაუმატებს ბალანსს, - წერს Tesla თავის პრეს-რელიზში.
“ჩვენ კორპორაცია SolarCity-ის შეძენით კომბინირებული კომპანიისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათებს ველოდებით“ - აცხადებს კომპანია.
Tesla ხაზს უსვამს, რომ მზის ენერგიის კომპანიის SolarCity შეძენის შედეგად, მდგრად ენერგეტიკულ სფეროში მსოფლიოში პირველი კომბინირებული კომპანია შეიქმნება.
"იმის გათვალისწინებით, რომ Tesla დასახული მიზნების განსახორციელებლად მზად არის, იგი მზის ენრგიის კორპორაციის SolarCity წარმატებით ინტეგრირებას შეძლებს და აღნიშნული შენაძენით პოტენციური ფინანსური სარგებელის რეალიზებას მოახდენს“ -აღნიშნულია პრეს-რელიზში.
აღსანიშნავია, რომ SolarCity მზის ენერგიის სისტემების შექმნაზე, დიზაინსა და პროექტირებაზე მუშაობს და Tesla Motors-ის დამფუძნებელი ილონ მასკი SolarCity-ის დირექტორთა საბჭოში ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერია.

























