მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეთრ ხალათს არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას. ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს“ - თსსუ-ს სტუდენტები

თსსუ

„ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას. ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს“ — სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფიცი დადეს.

„ჩვენ ვდებთ ფიცს – ვფიცავთ, რომ საკუთარი შესაძლებლობებისა და მიხვედრილობის შესაბამისად, უდრეკად დავიცავთ ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობას; ვფიცავთ, რომ არაფრის ფასად დავთმობთ წინაპართა სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას; ვფიცავთ, რომ სიცოცხლის ფასად დავიცავთ სამშობლოსა და მის ღირებულებებს; ვფიცავთ, რომ ვატარებთ გულის მძივად ენას, მამულს, სარწმუნოებასა და ერთობას;

ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გადავათელინებთ რუსულ ჩექმას, ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს; ვფიცავთ, რომ ჩვენ აუცილებლად შეგიყვანთ თეთრი ხალათებით ევროპაში; ვფიცავთ, ვფიცავთ, ვფიცავთ”, – აღნიშნეს მათ.

ამ წუთებში, სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტიდან მსვლელობით პარლამენტის სასახლესთან მიემართებიან სადაც აქცია " გაუთენე ღამე საქართველოს" იმართება.

ხვალ, მმართველი პარტია "რუსულ კანონს" კომიტეტზე მესამე მოსმენით განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები