მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრეულის ბრენდი - Lin&Me მაღაზიის გახსნას გეგმავს

Lin&Me

თეთრეულის ბრენდი Lin&Me 2019 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე და მომხმარებელს საწოლის თეთრეულს, სუფრებს, მატიკებს, დანა-ჩანგლის ჩასადებებს, წინსაფრებს და ტილოებს სთავაზობს. ბრენდის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Lin&Me-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნინო გიგინეიშვილმა BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ბრენდის შექმნის იდეა ბაზარზე სადა თეთრეულის დეფიციტიდან წამოვიდა, გვინდოდა განსხვავებული დიზაინის ქართული ბრენდი შეგვექმნა, ყველაფერი ძალიან სწრაფად, 1 თვეში მომზადდა მინიმალური ინვესტიციით, რაც პირველ ეტაპზე ბრენდის და კოლექციის შექმნისთვის იყო საჭირო. ვენი პროდუქცია გამორჩეულია ნაჭრის ხარისხით და დიზაინით, ამასთან, მოდელების ვიზუალები, ორნამენტები, ფერები, თანამედროვე და ტრენდულია", - აღნიშნა ნინო გიგინეიშვილმა.

Lin&Me-ს სიახლეებზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბრენდმა წარმოება გააფართოვა და ახალი სამკერვალო ხაზი დაამატა.

"Lin&Me წარმოება გავაფართოვეთ და ახალ სამკერვალო ხაზს დავამატეთ. წარმადობის გაზრდის აუცილებლობა მოთხოვნის ზრდით და საექსპორტო მიმართულებების დამატებით არის გამოწვეული. ამჟამად კომპანია ინვესტიციების მოზიდვის ეტაპზეა. გვიწევს ინვესტიციების მოზიდვა, რადგან გვინდა, რომ მოთხოვნის და დაინტერესების ზრდის პარალელურად გავხდეთ მრავალფეროვანი და მომხმარებელს უფრო ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ,“ - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ნინო გიგინეიშვილი აღნიშნავს, რომ კომპანია ბრენდის მაღაზიის გახსნასა და ექსპორტზე გასასვლელად მუშაობს.

"ამ ეტაპზე თვიურად 100-120 სახეობის ასორტიმენტი იყიდება, შემდეგი წლიდან ვგეგმავთ მაღაზიის გახსნასაც, რაც მკვეთრად აისახება გაყიდვების ზრდაზე.ბრენდის მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ძალიან ბევრი იდეა გვაქვს, როგორც ასორტიმენტის, ისე ბიზნესის გაფართოების კუთხით.ონლაინ შესყიდვის პროცესი ამარტივებს მსოფლიო მასშტაბით ჩვენი პროდუქციის მომხმარებლისთვის მიწოდების პროცესებს, თუმცა, ვაპირებთ გაფართოებას საექსპორტო მიმართულებით და ქართული პრემიუმ კლასის თეთრეულის სატესტო ნიმუშები ამერიკაში, იტალიასა და საფრანგეთში გავგზავნეთ, ამასთან, ბაზარს სხვა ბევრ სიახლეს ვპირდებით", - დასძინა მან.

ცნობისთვის: Lin&Me 10-მდე ადამიანს ასაქმებს, ბრენდის პროდუქციის საფასო პოლიტიკა 59 ლარიდან 409 ლარამდე მერყეობს. ამ ეტაპისთვის, მომხმარებელს პროდუქციის შეძენა ბრენდის სოციალურ ქსელებზე, Facebook-სა და Instagram-ზე, ასევე Lin&Me-ს ვებგვერდის მეშვეობით შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები