მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრი სახლი ომის შემდგომი პერიოდისთვის ირანის შეკავების სტრატეგიას ამზადებს

აშ

თეთრმა სახლმა პოსტ-საომარ პერიოდში ირანის შეკავების ახალ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. მართალია, გამოცემა Axios-ის მიერ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ეს გეგმა ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა და მოცულობით ინფორმაცია მის შესახებ არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ამ ნაბიჯით ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დარჩენილი ორ წლის ახლო აღმოსავლური სტრატეგიული ხედვის განსაზღვრას გეგმავს.

შემუშავების პროცესში მყოფი დოკუმენტი ირანის მხრიდან მომდინარე პოტენციური საფრთხეებისგან რეგიონული მოკავშირეების თავდაცვის გეგმებსაც გააერთიანებს და ის ისრაელსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით მიღწეული პროგრესის ფონზე შეიქმნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები