მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თეთრი სია" არ გაუქმდება, თუმცა გამკაცრდება - რაზე შეთანხმდა სამინისტრო და ბიზნესი?

ახელმწიფო შესყიდვებში "თეთრი სია" არ გაუქმდება, თუმცა გამკაცრდება, ახალი სისტემა კი 2029 წლიდან ამოქმედდება. თეთრ სიასთან და გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის მინისტრის და სამშენებლო კომპანიებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. მინისტრის განცხადებით, ,,თეთრი სიის“ შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით, მომდევნო წლებში კი ეს მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზრდება. რა გადაწყვეტილება მიიღო სამინისტრომ და როგორია ბიზნესის შეფასება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები