მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თეთრი ტაქსების მძღოლები სარეგისტრაციო მოწმობას უფასოდ შეცვლიან

5c7a520ca1510
BM.GE
02.03.19 13:50
728

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა უფასოდ შეეძლებათ.

მომსახურებას უფასოდ აღნიშნული ტაქსების მძღოლები დღეიდან მიიღებენ.

"მიმდინარე წლის 2 მარტიდან, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ტაქსის ლიცენზია და ახალი რეგულაციის თანახმად ავტომობილის ფერს შეცვლიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას საფასურის გადახდის გარეშე შეძლებენ", - ნათქვამია შსს–ს განაცხადებაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სარეგისტრაციო მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ ავტომობილის ფერის შეცვლის შემდეგ, მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს: მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ტაქსის ლიცენზია; ტაქსის მფლობელ ფიზიკურ პირებს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ახალი სარეგისტრაციო მოწმობის აღება მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრში შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები