მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეთრმა კვადრატმა“ ონის N1 სკოლას ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ოთახი მოუწყო

BM.GE
10.04.23 09:49
155
კომპანია თეთრი კვადრატი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პროექტების განხორციელებას აგრძელებს. კომპანიამ ამჯერად რაჭის ქალაქი ონი შეარჩია. „თეთრმა კვადრატმა“ ონის პირველ საჯარო სკოლას ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ოთახი მოუწყო. ბიბლიოთეკა მოსწავლეებისთვის საჭირო და საინტერესო ლიტერატურით აღიჭურვა. რაც შეეხება კომპიუტერულ ოთახს, აქ 20 კომპიუტერი, პრინტერი და სხვა საჭირო ტექნიკა განთავსდა. თეთრმა კვადრატმა განახლებული სივრცეები სკოლას საზეიმოდ გადასცა. ღონისძიებას კომპანიის წარმომადგენლები, ონის მერია, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. „თეთრი კვადრატი“ არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია.ინფორმაციისთვის: თეთრი კვადრატი ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია, ჰოლდინგის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი სწორედ განათლებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები