2026 წლის 8 თვეში საქართველოში თევზის იმპორტი 11.5 მილიონი აშშ დოლარის 1 473.2 ტონამდე გაიზარდა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 75.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
უნდა აღინიშნოს, რომ თუ გასულ წელს 1 კილოგრამის საშუალო ფასი საბაჟომდე გადასახადების გარეშე 7.80 აშშ დოლარი იყო, წელს 7.84 აშშ დოლარი შეადგინა.
bm.ge გთავაზობთ მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალს:
- თურქეთი – 9 მილიონი აშშ დოლარი (1246.46 ტონა)
- ნორვეგია – 2.2 მილიონი აშშ დოლარი (191.82 ტონა)
- ჩილე – 129.5 ათასი დოლარი (8.51 ტონა)
- სომხეთი – 15.1 ათასი დოლარი (5.43 ტონა)
- საფრანგეთი – 13.1 ათასი დოლარი (0.37 ტონა)
რაც შეეხება ექსპორტს, თითქმის უცვლელია და გასული წლის 8 თვის მსგავსად, საქართველომ წელსაც 1.6 მლნ აშშ დოლარის თევზი გაყიდა.
























