მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თევზის წარმოება რომ არ გვაქვს, ეს ჩვენი ეკონომიკის ძალიან დიდი ჩავარდნაა"

5cebb7e6cf855
ლიკა გურაბანიძე
27.05.19 14:08
2039
„აბსურდია, რომ საქართველო ზღვის ქვეყანაა და ჩვენ თევზის წარმოება ფაქტობრივად არ გვაქვს. თითქმის 80%-ი თუ მეტი არა თევზი იმპორტით შემოდის,“ - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ პარლამენტში ფონდის საქმიანობის წარდგენისას განაცხადა.

როგორც საგანელიძე აღნიშნავს, სიტუაციიდან გამოსავალი დროულად უნდა მოიძებნოს.

„როდესაც ამდენი მდინარე და ამდენი ზღვა გვაქვს, ეს ჩვენი ეკონომიკის ძალიან დიდი ჩავარდნაა. მაშინ, როდესაც ჩვენ მეზობელ ქვეყანას სომხეთს, ექსპორტზე თევზის წარმოება ეკონომიკაში მეორე ადგილზე აქვს და მას ერთი ტბა აქვს.

ამიტომ, ჩვენ ამის მიზეზები ძალიან სწრაფად უნდა ვნახოთ და მოვძებნოთ იმის წყაროები, კონკრეტული მიმართულებები როგორ გავაკეთოთ.“ - აღნიშნა საგანელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები