XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, ძველ თბილისში, არაერთი რესპექტაბელური სასტუმრო შეგხვდებოდათ, რომელთა შესახებ არა მხოლოდ ძველ ქართულ პრესაში, არამედ უცხოელი მოგზაურების მოგონებებშიც უამრავ ამბავს ამოიკითხავთ.
პოპულარული და ცნობილი სასტუმროების გარდა, ქალაქში მრავლად იყო ხელმისაწვდომი დაწესებულებებიც, ე.წ. „მებლირებული ოთახები“, სადაც სტუმარს სასტუმროებთან შედარებით უფრო იაფად შეეძლოთ ღამის გათევა.
ყველაფერთან ერთად, ძველი თბილისის სასტუმროებში ჩვეულებრივ ამბად იყო ქცეული „ყომარბაზობა“, ჩხუბი, აყალ-მაყალი, პროსტიტუცია და მკვლელობებიც კი.
➡გიორგი ჭეიშვილის საავტორო პროექტი;


































