მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Thai Air Asia X" ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ ფრენებს იწყებს

5d9c72addc255
თელარა გელანტია
08.10.19 15:30
1273
28 დეკემბრიდან, ავიაკომპანია Thai Air Asia X ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ ფრენებს  იწყებს.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ჩარტერული ფრენები სამი თვის განმავლობაში, კვირაში სამი სიხშირით Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

„დღეს, ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა „ტავ ჯორჯისა“ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართეს. მხარებმა ფრენების დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურები განიხილეს. დღესვე ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა აეროპორტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და „ტავ ჯორჯიას“ სახმელეთო მომსახურების დეპარტამენტის სამუშაო პროცესს გაეცნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: Thai Air Asia X საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 66 საერთაშორისო და 29 ადგილობრივი მიმართულებით ახორციელებს. Thai Air Asia X-ის ავიაპარკი 12 Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები