The Beatles-ს, მშობლიური ქალაქი ლივერპულის ეკონომიკისთვის შემოსავალი კვლავ მიაქვს. ქალაქის ხელისუფლების ანგარიშის მიხედვით, The Beatles-ს ყოველწლიურად ლივერპულის ეკონომიკაში 81,9 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეაქვს და დამატებით 2335 სამუშაო ადგილს ქმნის. BBC-ის ინფორმაციით, შემოსავლები პირველ რიგში ტურიზმთანაა დაკავშირებული. ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ქალაქში სწორედ იმ ადგილების სანახავად ჩადის, რომელიც ლეგენდარულ მუსიკოსებთანაა დაკავშირებული. ტურიზმით მიღებული შემოსავლები ქალაქში ყოველწლიურად 15%-ით იზრდება.

























