მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

THE COINTELEGRAPH: საქართველო - პირველი ქვეყანა, რომელიც ქონებას Blockchain-ში არეგისტრირებს

58b56efd09933
BM.GE
28.02.17 16:33
2704
გამოცემა THE COINTELEGRAPH საქართველოს მიერ Blockchain-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

"საქართველოს მთავრობამ უძრავ ქონებაზე განხორციელებული ტრანზაქციბის შესამოწმებლად ბიტკოინ ბლოკჩეინის გამოყენების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

საქართველოს მთავრობამ და Bitcoin-ის კომპანია BitFury-მ უძრავ ქონებაზე ამონაწერების Blockhain-ზე განთავსების ერთობლივი პროექტი გასული წლის აპრილში დაიწყეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის მთავრობამ Blockchain-ის ტექნოლოგია სახელმწიფო ოპერაციების დაცვის და ავთენტურობის შემოწმების მიზნით გამოიყენა. ეს ინიციატივა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მიმართ, რომელიც მანამდე დაუმსახურებლად, მუქ ფერებში იყო წარმოჩენილი, საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო ამყარებს.

პირველი სახელმწიფო ბლოკჩეინთან ერთად

კერძო ბლოკჩეინი, როგორც მთავარი დოკუმენტის ალტერნატიული მტკიცებულება, Bitcoin Blockchain-ის გამოყენებით დადასტურდება და საჯარო დომეინში განთავსდება.

დღეისათვის სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა უკვე შემუშავებულია და უძრავი ქონების რამდენიმე რეგისტრაცია დატესტილია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და "ბიტფურიმ" ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს, რაც უძრავი ქონების ახალი ამონაწერების, ქონების გასხვისების, იპოთეკის, ყიდვა-გაყიდვის ქირავნობის და სანოტარო მომსახურებების კუთხით თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს.

გარდა BitFury-სა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტისა, ბლოკჩეინზე მიწის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სხვა პრეცენდენტებიც არსებობს. მათ შორისაა შვედეთი, ჰონდურასი, ასევე ჩიკაკოში არსებული Cook-ის საგრაფო, რომელთა ოპერირებასც ChromaWay, Factcom და Velox ახორციელებენ.

მედია იტყობინება, რომ საქართველოს პროექტთან პერუელი ეკონომისტი ჰერნანდო დე სოტო თანამშრომლობს. დე სოტო, თავის წიგნში "კაპიტალის საიდუმლო", ამბობს, რომ მთელი დედამიწის მასშტაბით 20 ტრილიონის ოდენობის „მკვდარი კაპიტალია“, რომელიც დაურეგისტრირებელი შენობებისა და მიწის ნაკვეთებისგან შედგება.

24/7 სმარტფონების საშუალებით

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპტიმისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ ქვეყანა ბლოკჩეინის ტექნოლოგიით მუშაობას მიმდინარე წლის ზაფხულიდან შეძლებს, უძრავი ქონებაზე ტრანზაქციები სრულად სანდო და ინოვაციური გზით განხორციელდება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე აღნიშნავს, რომ საჯარო რესტრი "მიღწეული ტექნიკური პროგრესით კმაყოფილია და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას მოუთმენლად ელოდება".

BitFury-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა მედიასთან საუბარში ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა თანამშრომლობის პერიოდში შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია. მან განმარტა, რომ დღემდე ცვლილებები Back end პროგრამაში განხორციელდა და საქართველოს მოქალაქეები ამონაწერის ნამდვილობის გადამოწმებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სისტემა რეალურ რეჟიმში ამოქმედდება.

ვავილოვის თქმით, პროგრამა ამჟამად პირველ, საცდელ ფაზაშია, თუმცა წლის ბოლომდე სრულად ამუშავდება.

„ჩვენი მიზანი პროცესის სმარტფონებში გადატანაა. ამით მოქალაქეები დაცულად, დ გამჭვირვალედ ტრანზაქციების განხორციელებას 24/7 განმავლობაში შეძლებენ.
დღეისთვის BitFury-იმ $ 90 მილიონი დაფინანსების მიღება შეძლო, იანვარში Credit China FinTech Holdings-ის $30 მილიონის ინვესტიციის ჩათვლით.

უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ბლოკჩეინის გამოყენება სხვადასხვაგვარ ხელშეკრულებებზეა შესაძლებელი. ჩანაწერებს ბლოკჩეინში დროის ინდექსი აქვს მინიჭებული, რაც ცვლილებების შეტანის პროცესზე თვალყურის დევნების შესაძლებლობას იძლევა. ანუ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გადაამოწმოს და დაადგინოს მისთვის საინტერესო უძრავი ქონების წინა გაყიდვის თარიღი",- წერია სტატიაში. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები