საქართველოში covid-19-ის შემთხვევებმა 100 000-სს გადააჭარბა. 21 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 3 824-ით, 100 684-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის, ვირუსზე 17 948 მოქალაქე მკურნალობს.
დღეს ვირუსი 3 851-მა მოქალაქემ დაამარცხა, ხოლო ჯამში, covid-19-ისგან საქართველოში 81 783 პაციენტი განიკურნა.
კორონავირუსმა ქვეყანაში სულ 3,851 მოქალაქე იმსხვერპლა, მხოლოდ ბოლო 24 საათში - 33.
ამ დროისთვის, 17 948 covid-პაციენტიდან 5 976 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 709, აჭარაში - 959, იმერეთში - 1 202. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 849 პირი, მათ შორის, თბილისში - 387, აჭარაში - 149, იმერეთში - 194. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში - 160, აჭარაში - 47, იმერეთში - 37.