მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

The Guardian "გათბობისთვის" 10 საუკეთესო სასმელს შორის ქართულ ჭაჭას ასახელებს

5c20fd8a1ac53
ნინი თურქია
24.12.18 21:00
1771
The Guardian მომხმარებელს იმ 10 სასმელის სიას სთავაზობს, რომელიც ზამთარში გათბობის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

ამ ათეულში პირველ ადგილს კი, ქართული ჭაჭა იკავებს.

The Guardian ჭაჭას ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სასმელად ახასიათებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჭაჭა სახელგანთქმულია როგორც უხეში და ძლიერი სასმელი, თბილისის დახვეწილ რესტორნებში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, დააგემოვნოთ შედარებით რბილი და მსუბუქი ჭაჭა“, - წერს გამოცემა და მკითხველს თბილისში, სოლოლაკში მდებარე „Chacha Time“-ში სტუმრობას ურჩევს.

„ეს არის ერთადერთი ბარი ქალაქში, რომელიც მომხმარებელს მხოლოდ ჭაჭასა და ხილის კონიაკს სთავაზობს. ასევე შესაძლებლობა გექნებათ, შეიძინოთ სახლში დამზადებული და ბრენდირებული სასმელი“, - ნათქვამია სტატიაში.

The Guardian-ის რეიტინგში პოლონური Grzane piwo-ც (გლინტვეინის მსგავსი სასმელი) სასმელიც მოხვდა, რომელიც თბილ და ტკბილ ღვინოს წარმოადგენს და მისი დაგემოვნება კაფე-ბარ Klubokawiarnia-ში არის შესაძლებელი.

მესამე ადგილს დანიური Gløgg იკავებს, რომელიც წითელი ღვინით, პორტვეინითა და სხვადასხვა სანელებლებით, თხილითა და ნუშით მზადდება. გაზეთი მომხმარებელს ამ სასმელის დაგემოვნებას, სასტუმრო d’Angleterre-სა და Hviids Vinstue-ის ბარში ურჩევს.

გამოცემის 10-ეულში მოხვდნენ: სასმელი Mumma, რომელიც შვედური შობის განუყოფელი ნაწილია, ავსტრიული Jägertee, რომელიც მონადირის ჩაის სახელითაა ცნობილი; ბერძნული სასმელი - Rakomelo, ასევე, Cola de mono - ჩილეს საშობაო და საახალწლო სასმელი და იაპონური სასმელი Hirezake, რომელიც იაფფაიანი საკეს გემოს გასაუმჯობესებლად შეიქმნა.

ათეულის ბოლოშია Jólaglögg - ისლანდიური სასმელია და ინგლისური Mulled cider, რომელიც გამოცემის შეფასებით, ზამთარში გათბობს ერთ-ერთ საუკეთესოს საშუალებას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები