ჩინეთი ყირგიზეთიდან ჩასულ ტურისტებს მობილურებში ფარულად ჩამონტაჟებული app-ით მოუსმენს.
სკანდალურ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს; გამოცემა წერს, რომ საიდუმლო აპლიკაციით ჩინეთის მთავრობა ტურისტების ჯაშუშობას აპირებს.
სტატიის ავტორის ცნობით, ჩინელი მესაზღვრეები ტურისტებს, სახალხო რესპუბლიკის საზღვარზე სმარტფონებში ფარულად აპლიკაციას სახელწოდებით - „Fengcai“ ჩაუმონტაჟებენ, რისი მეშვეობითაც, კონტაქტებზე, სმს-ებზე, ადგილმდებარეობასა თუ სხვა სახის ინფორმაციაზე წვდომას მოიპოვებენ.
აპლიკაციის დახმარებით, ჩინელი მესაზღვრეები მხოლოდ ყირგიზეთიდან შესულ ვიზიტორებს დააკვირდებიან, რომლებიც ჩინეთში სინძიანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შედიან.
ბრიტანული მედიის ცნობით, მესაზღვრეები ტურისტებს მობილურებს ადგილზე ჩამოართმევენ და პროგრამას ჩუმად დაუმონტაჟებენ.
"ამ მეთოდს სახალხო რესპუბლიკა ისლამისტი ტერორისტების გამოსავლენად და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიმართავს. სინძიანის პროვინციაში მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკური მუსლიმია, რომლებსაც ბოლო პერიოდში ჩინეთის უშიშროების სამსახურები გამკაცრებული მეთოდებით აკვირდებიან", - წერს გამოცემა.

























