მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Guardian-მა ხვიჩა კვარაცხელია 2024 წლის 49-ე საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

კვარა და The Guardian

ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი განაახლა და 100-დან 41-ე ადგილამდე ფეხბურთელების ვინაობა გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ სიაში 49-ე ადგილი დაიკავა “ნაპოლის” ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც ტაბლოიდის ინფორმაციით ტიტულის მოპოვების შემდეგ სეზონი გუნდთან ერთად ჩაუვარდა, ერთ წელიწადში 3 მწვრთნელი გამოიცვალა, ცხრილში მეათე ადგილი დაიკავა, თუმცა “კვარადონამ” 11 გოლის გატანა მაინც მოახერხა:

“წარუმატებელი საკლუბო სეზონის შემდეგ, ხვიჩამ პორტუგალიასთან თავი გოლით გამოიჩინა და ნაკრები მერვედფინალში გაიყვანა. ამჟამად “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა, რომელსაც გუნდი სწორი მიმართულებით მიჰყავს” - ნათქვამია The Guardian-ის სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კვარაცხელია The Guardian-ის რეიტინგში 23-ე პოზიციაზე იმყოფებოდა, ხოლო გიორგი მამარდაშვილი წლევანდელ სიაში პირველად მოხვდა და 80-ე პოზიცია დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები