მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

The Guardian ქართულ ღამის კლუბებზე წერს

57e3f64ee76cb
BM.GE
22.09.16 19:17
3924
ქლაბერებმა ლონდონი და ბერლინი დაივიწყეს - საცეკვაო ადგილი დღეს აღმოსავლეთ ევროპაა, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა The Guardian.

სტატიის ავტორის თქმით, მაშინ, როდესაც ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული კლუბი „ფაბრიკა“ დაიხურა, ლონდონის კლუბური კულტურა ნელ-ნელა კვდება. ამასობაში კი ქლაბერებმა ნელ-ნელა აღმოსავლეთ ევროპისკენ გადმოინაცვლეს.

The Guardian აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე პოპულარულ კლუბებზე წერს, რომელთა შორისაც 2 ქართული კლუბი მოხვდა.

ერთ-ერთია „თბილისი მტკვარზე“, რომელზეც The Guardian წერს, რომ ეს არის ყოფილი თევზის რესტორანი, რომელიც ღამის კლუბად გადაკეთდა და მდინარე მტკვარზე მდებარეობს.

სტატიაში საუბარია კლუბ „ბასიანზეც“. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს თბილისში შესაძლებელია ბერლინური კლუბის Berghain-ის მსგავსი ადგილის მოძებნა და სწორედ ესაა „ბასიანი“.

გამოცემა ქართულ კლუბებს „90-იანი წლების ბერლინურ“ კლუბებს ადარებს.

გამოცემა წერს, რომ კლუბი Luzztro ვარშავაში, ასევე ARMA17 მოსკოვში ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი ადგილებია აღმოსავლეთში.

„ამ ქალაქებისთვის დამახასიათებელია ყველა ის ჯადოსნური ინგრედიენტი, რამაც თავის დროზე აღმოსავლეთ ბერლინში ქლაბინგის განვითარებას შეუწყო ხელი: იაფი იჯარა, დიდი სივრცე, უმოქმედო კომუნისტური დროის შენობები და კრეატიული, გონებამახვილი ადამიანები“,- წერს The Guardian.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები