მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Guardian სტატიას სათაურით "თბილისის არქიტექტურული კატასტროფა" აქვეყნებს

5bed891b3de9a
ლევან თაღიაშვილი
15.11.18 21:00
2716
ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian ვრცელ სტატიას სათაურით "თბილისის არქიტექტურულ კატასტროფა" აქვეყნებს და სხვადასხვა პროექტებს ასახელებს, რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. სტატიაში მოხსენიებულია ისეთი პროექტები, როგორიცაა: იუსტიციის სახლი, მშვიდობის ხიდი, რომელსაც The Guardian-ის მიხედვით, ადგილობრივები მოიხსენიებენ, როგორც "Always Ultra", რიყის საკონცერტო დარბაზი, რომელიც მიტოვებულია და პრეზიდენტის სასახლე.

ასევე მოყვანილია არქიტექტორის, ირაკლი ჟვანიას, ციტატა, რომელიც ამბობს, რომ 9 წლის განმავლობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ძალიან იყო დაინტერესებული არქიტექტურით, კორუფციულმა გარიგებებმა კი ქალაქი კატასტროფამდე მიიყვანა.

The Guardian-ის ერთ-ერთი რესპოდენტია თინათინ გურგენიძეც, Tbilisi Architecture Biennial-ის დამფუძნებელი. მისი თქმით, ქართულ საზოგადოებაში ძალიან იშვიათად კამათობდნენ არქიტექტურისა და ურბანული განვითარების შესახებ. ის განმარტავს, რომ ადამიანები ახლა იწყებენ გარემოზე ყურადღების მიქცევას, როდესაც ის განადგურების პირასაა.

ასევე საუბარია პანორამა თბილისზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ხორციელდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ მან 2012 წელს შექმნა კოალიცია "ქართული ოცნება" და მას შემდეგ ქვეყანაში მიიჩნეოდა ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსად, რომელიც საქართველოს "სცენის მიღმა" მართავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები