სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო მასალა Black Sea Arena-ზე მიმდინარე The Killers-ის კონცერტიდან, სადაც მაყურებელთა ნაწილი პროტესტს გამოხატავს. ჩანაწერებში ჩანს, რომ აუდიტორიის პროტესტი გამოიწვია ჯგუფის სოლისტის მიერ დარბაზიდან სცენაზე დრამერის აყვანას, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა მისაღები იყო თუ არა მათთვის ის, რომ შერჩეული დრამერი რუსი აღმოჩნდა. ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. ერთ-ერთ ვიდეოში აუდიტორიიდან შეძახილებიც ისმის "რუსეთი ოკუპანტია".