მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Lake by Placemakers - International Property Awards 2026–2027-ის გამარჯვებულია

The Lake
26.10.26 18:03
• 188

The Lake by Placemakers - International Property Awards 2026–2027-ის გამარჯვებულია.

კომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონში გამართულ International Property Awards-ის დაჯილდოებაზე, the lake by Placemakers-მა სამ კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება:

  • Mixed Use Development – Georgia
  • Mixed Use Architecture – Georgia
  • Development Website – Georgia

the lake by Placemakers — 14 ჰექტარზე განთავსებული ვილების უბანი ლისის ტბასთან, რომელიც 90 ვილას აერთიანებს. პროექტი აერთიანებს კერძო საცხოვრებელ სივრცეებს, გამწვანებულ გარემოსა და საერთო ინფრასტრუქტურას, სადაც ლანდშაფტი და არქიტექტურა ერთიან კონცეფციას ქმნის.

"სამ კატეგორიაში გამარჯვება the lake-ის არქიტექტურული ხედვის, განვითარების კონცეფციისა და ციფრული პლატფორმის საერთაშორისო აღიარებაა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია პროექტისთვის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიდგომას, სადაც არქიტექტურა, ბუნება და ცხოვრების ხარისხი ერთიან სივრცედ ყალიბდება", - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები