მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

The Legal 500-მა კომპანია Nodia, Urumashvili & Partners საქართველოში საუკეთესო იურიდიულ კომპანიად დაასახელა

58f87282335fe
BM.GE
20.04.17 12:31
2520
კომპანია Nodia, Urumashvili&Partners სარეიტინგო კომპანიამ The Legal 500 კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო იურიდიულ კომპანიად საქართველოში.

ამასთან, ეფრემ ურუმაშვილი ზედიზედ მეხუთედ დაასახელეს საუკეთესოდ ე.წ. LEADING INDIVIDUAL-ად.

კლიენტები Nodia, Urumashvili & Partners-ს ახასიათებენ, როგორც „ყველაზე ეფექტურს დახმარების გაწევისას და გადაწყვეტილების მიღებისას“.

კომპანია ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები 2005 წელს შეიქმნა. კომპანიის კლიენტებს მიეკუთვნებიან ინდუსტრიული და კომერციული კომპანიები, ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები, აგრეთვე, ფიზიკური პირები.

საქართველოში საუკეთესო იურიდიულ კომპანიებს შორის მოხვდა BGI, BGEO, Ernst & Young LLC, Archil Mchedlidze’s Law Practice.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები