მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Miami Ad School Tbilisi-ში 2021 წლის ოქტომბრის ნაკადის მიღება დაიწყო

611e208fc749a
BM.GE
19.08.21 13:24
974
Miami Ad School Tbilisi-ში, 2021 წლის ოქტომბრის ნაკადის მიღება დაიწყო. მსურველებს, რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. აპლიკაციები 2021 წლის 10 სექტემბრამდე მიიღება.

თიბისის ინფორმაციით, სასწავლო პროგრამაზე, განახლებული ინფორმაციის მიღებას მსურველები Miami Ad School Tbilisi-ს ვებგვერდზე შეძლებენ.
უკვე მეორე წელია, რაც Miami Ad School-ის თბილისის სკოლა გაიხსნა, რომლის მეგობარი და მხარდამჭერია თიბისი.

Miami Ad School სარეკლამო ინდუსტრიისთვის მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სკოლაა. 2020 წლიდან Miami Ad School Tbilisi საერთაშორისო ქსელის სრულფასოვანი წევრია და სტუდენტები ისარგებლებენ იმ გლობალური ეკო-სისტემით, რომელსაც ეს სკოლა სთავაზობს მომხმარებლებს. Miami Ad School Tbilisi და თავისუფალი უნივერსიტეტი, თიბისის მხარდაჭერით, სტუდენტებს ორწლიან საერთაშორისო სასერტიფიკატო პორტფოლიო-პროგრამას არტ-დაირექშენისა და ქოფირაითინგის მიმართულებით სთავაზობენ.

ორწლიანი საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები 1 წელს კახა ბენდუქიძის კამპუსში გაატარებენ და მომდევნო 1 წელი კი პრაქტიკებზე Maiami Ad School-ის ქსელში გაწევრიანებულ მსოფლიოს წამყვან სარეკლამო სააგენტოებში გაემგზავრებიან, როგორებიცაა: 360I, GREY, JWT, OGILVY, PEOPLE IDEAS & CULTURE, R/GA, SAATCHI, TBWA, FACEBOOK და სხვა. ბოლო კვარტალი კი სტუდენტები ბერილინის სკოლის კამპუსში სადიპლომო ნამუშევარსა და პორთფოლიოს შეკვრაზე იმუშავებენ.

Miami Ad School-ის პროგრამა შემუშავებულია Learning by Doing-ის პრინციპით. საგნები განსაზღვრულია იმ დისციპლინების მიხედვით, რასთანაც მომავალში არტ-დირექტორებსა და ქოფირაითერებს მოუწევთ შეხება. ესენია: კონცეფციის შემუშავება, დიზაინი, ფოტოგრაფია, ქოფი, ტიპოგრაფია და კომპიუტერული პროგრამები. ასევე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისეთი ვიწრო პროფილური საგნებიც გაიარონ, როგორიცაა: პრეზენტირების უნარები, ვიდეოგრაფია, Long copy და სხვა.

დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის ფორმის შევსება 2021 წლის 10 სექტემბრამდე შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები