მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Wall Street Journal: თბილისი აბსოლუტურად სხვა ქალაქია, ვიდრე ის რამდენიმე წლის წინ იყო

58fa05e1437f1
BM.GE
21.04.17 17:19
1598
ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal თბილისის შესახებ წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს დედაქალაქი აღარ არის ევროპის გასაიდუმლოებული მიმართულება და ის არც ისე დიდი ხნის წინ დასავლელმა მოგზაურებმა აღმოაჩინეს.

ჟურნალისტი ტარა იზაბელ ბარტონი სტატიაში 7 წლის წინანდელ და ამჟამიმდელ თბილისს ერთმანეთს ადარებს. სტატიის ავტორი ამბობს, რომ მისი პირველი ვიზიტი თბილისში 2010 წელს შედგა და ამ პერიოდში ქალაქი მეტად ქაოსური იყო, დღეს კი საქართველოს დედაქალაქი აბსოლუტურად სხვა ქალაქია.

"2010 წელს პური ქვისგან აშენებულ პატარა უსახელო საცხობში ვიყიდე. ბროწეული და ლეღვი კი მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც ასევე ვაჭრობდნენ ტანსაცმელებით. მიუხევადად უცნაურობისა და ქაოსისა, ქალაქი შემიყვარდა. რამდენიმე წლის შემდეგ, მე თბილისში დავბრუნდი და აბსოლუტურად სხვა ქალაქი აღმოვაჩინე. დღეს თბილისი ნაკლებად ანარქიულია ვიდრე პირველად მომეჩვენა, თუმცა, აქ ნამდვილად იგრძნობა ახალგაზრდული ენერგია",- წერს ავტორი.

სტატიაში თბილისის რამდენიმე კაფეზე და ლოკაციაზეა საუბარი. სტატიის ავტორი საუკეთესო კაფეებს შორის „ეზოს“ და Le Toit-ს მოიხსენიებს და ამბობს, რომ ასეთი კაფეები ვინტაჟურ სტილში, განსაკუთრებული გაფორმებების გარეშეა მოწყობილი.

"ეს ადგილები არ არის ისეთი პომპეზური, როგორებიცაა vip ბარები შარდენის ქუჩაზე",- ნათქვამია სტატიაში.

აქვეა საუბარი ღამის კლუბ "ბასიანზე", Fabrika-სა და მთაწმინდის პარკზე, როგორც დასასვენებელ ადგილზე.

"ფაბრიკა, საბჭოთა ქარხანაა, რომელიც ჰიპსტერულ სასტუმრო-გალერეად გადაიქცა და სადაც კედლები გრაფიტით არის მოხატული. აქვე ახლოს არის რესტორანი "ბარბარესთან", სადაც ადგილები დღის 4 საათზეც კი დაჯავშნულია",- წერია სტატიაში.

აქვე საუბარია მშრალ ხიდსა და განახლებულ აღმაშენებელზეც.

"ბოლოს, როდესაც აქ ვიყავი, ქუჩაზე არეულობა იყო, იყო ბევრი განსხვავებული შენობა და საქორწილო კაბების მაღაზია. ახლა ქუჩა მხოლოდ ფეხით მოსიარულებისთვისაა, ახლადშეკეთებული ქვაფენილი კი შემოსაზღვრულია ყვითელყვავილებიანი კალათებითა და ისტორიული ფოტოებით, ასევე ქართული ბრენდისა და ღვინის სარეკლამო ბანერებით",- წერს ავტორი.