კომპანია Thomson Reuters თავისი განყოფილების გაყიდვაზე აცხადებს, რომელიც ინტელექტუალური საკუთრებისა და მეცნიერების შესახებ ინფორმაციის და ასევე საინვესტიციო ფონდის Baring Private Equity Asia მფლობელია.
მყიდველი კანადის საინვესტიციო ფონდი Onex Corp-ია. Thomson Reuters-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ გაყიდვის წმინდა შემოსავლებიდან 1 მილიარდი აქციების გამოსასყიდად, დავალიანების გადახდისა და სხვა მიმართულებების ინვესტიციისთვის იქნება გამოყენებული.
როგორც კომპანია აღნიშნავს, სამეცნიერო განყოფილების შემოსავალი 2014 წელს დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. გარიგების ღირებულება 3,55 მილიარდი დოლარია.

























